თამარ კორძაია - ნიკა მელია მზად არის, გააგრძელოს ყველასთან თანამშრომლობა, რათა „ქართულმა ოცნებამ“ თვითმართველობის არჩევნებზე 43% ვერ მიიღოს

06 May 2021 20:45

ნიკა მელიას განწყობაა სამომავლოდ ის, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის უნდა არსებობდეს მჭიდრო კოორდინაცია, რადგან ის მჭიდრო კოორდინაციის გარეშე ვერ ხედავს ოპოზიციის მიერ თვითმართველობის არჩევნებზე 58%-ის აღების შესაძლებლობას, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა თამარ კორძაიამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საპატიმროში მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.


მისი თქმით, ნიკა მელია მზად არის, ყველასთან გააგრძელოს თანამშრომლობა იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე 43% ვერ მიიღოს.


“პირველ რიგში, მინდა მისი თხოვნა გავაჟღერო, ნიკა მელია ყველა ადამიანს მადლობას უხდის, ვისაც გული შესტკივა ამ ქვეყანაზე, იბრძოდა მისი გათავისუფლებისთვის და საერთოდ, იბრძვის იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არსებობდეს პროგრესი და წინსვლა.


ნიკა მელიას განწყობაა სამომავლოდ ის, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის უნდა არსებობდეს მჭიდრო კოორდინაცია, რადგან ის მჭიდრო კოორდინაციის გარეშე ვერ ხედავს ოპოზიციის მიერ თვითმართველობის არჩევნებზე 58%-ის აღების შესაძლებლობას. ის მზად არის, გააგრძელოს ყველასთან თანამშრომლობა იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიიღოს 43% ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე“, - განაცხადა კორძაიამ.


მან იმედი გამოთქვა, რომ ნიკა მელია უახლოეს დღეებში თავისუფალი იქნება და სამომავლო გეგმებზე თავად ისაუბრებს.




კომენტარები:

ფართი შოპი