11 000 ლარის თაიგულები ჯერ არგარდაცვლილი კულტურის მოღვაწეებისთვის - რას უკვეთავს წულუკიანი

06 May 2021 21:20

კულტურის კოდექსის შექმნა, ოსტატების რეესტრი და ბუნდოვან შეხვედრებში დახარჯული ათი ათასობით ლარი - თეა წულუკიანის საქმიანობა კულტურის მინისტრის პოსტზე. 


კორუფციის მკვლევარი, ბესიკ დონაძე, კულტურის მინისტრის მხრიდან ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს. დონაძე ამბობს, რომ წულუკიანმა კულტურის ჯერ არგარდაცვლილი მოღვაწეების გასასვენებლად წინდაწინ 11 ათასი ლარის თაიგულები და გვირგვინები შეუკვეთა.

წულუკიანის ვიზიტები სახელმწიფოს უჯდება ძალიან ძვირი და არ კეთდება ეკონომია. ანუ შეიძლება მინისტრმა, რომელიც გადაადგილდება მისი სამსახურეობრივი ავტომობილით, გადაადგილდება დაცვით და მისთვის ერთ დღეს უკან დაბრუნება ყოველგვარი ვახშმებისა და რესტორნების გარეშე არის შესაძლებელი, თუ სურს მთავრობას, რომ გააკეთოს ეკონომია. რაც კულტურის მინისტრად მივიდა წულუკიანი, 11 ათასი ლარის თაიგულები და გვირგვინებია შეძენილი. წულუკიანმა წინასწარ განსაზღვრა,  კულტურის რამდენი მოღვაწე დაიღუპება ეტყობა, იმიტომ, რომ 9 ათასი ლარის გვირგვინი და თაიგული უკვე შეძენილი აქვს. ხელშეკრულება აქვს დადებული, რომელიც ეტაპობრივად უნდა მიაწოდონ, - ამბობს ბესიკ დონაძე.


tv.პირველი




კომენტარები:

ფართი შოპი