შალვა ნათელაშვილმა კორონავირუსი დაამარცხა - „კორონაობა დამთავრებულია"

06 May 2021 21:40

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი კორონავირუსისგან განიკურნა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში დაწერა.


"გიორგობა დღეს დავბრუნდი ოფისში. კორონაობა დამთავრებულია. წინ აუცილებლად დიდი გამარჯვებები გველოდება. მადლობა ყველას ჩემო ძვირფასებო ვინც გამოხატეთ ასეთი დაუვიწყარი ყურადღება. უდიდეს მადლობას ვუხდი საუნივერსიტეტო კლინიკას და ბატონ ლევან რატიანს. ღმერთი დაგიფარავთ ყველას და სრულიად საქართველოს", - წერს შალვა ნათელაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.




კომენტარები:

ფართი შოპი