თამარ სანიკიძე: გიორგი მარგველაშვილის განცხადება, რომ მისი მინისტრობის შემდეგ არაფერი გაკეთებულა, იყო უსამართლო!

04 May 2018 04:31

მარგველაშვილის განცხადება, რომ მისი მინისტრობის შემდეგ უწყებაში არაფერი გაკეთებულა, იყო უსამართლო და არავისთვის სასარგებლო, - ამის შესახებ განათლების ყოფილმა მინისტრმა, თამარ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.


მისი თქმით, ის პროექტებიც კი, რომლითაც ყოფილი განათლების მინისტრი, მოქმედი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ამაყობს, სახელისუფლებო გუნდის მიერ იყო დაგეგმილი. თამარ სანიკიძის განცხადებით, მარგველაშვილის მინისტრობის შემდეგ განათლების სისტემაში დაიგეგმა და განხორციელდა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც სახელმწიფოს საერთოდ არ ჰქონდა. 


„გიორგი მარგველაშვილის განცხადება, რომ მისი მინისტრობის შემდეგ არაფერი გაკეთებულა, იყო უსამართლო და არავისთვის სასარგებლო, არც ხელისუფლებისთვის, არც პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის და, რა თქმა უნდა, არც საზოგადოებისთვის, რადგან ამ განცხადების საფუძველზე გაჩნდა კითხვის ნიშნები. ვალდებული ვარ აქცენტები გავაკეთო იმ ძირითად მიმართულებებზე, რაც საპირისპიროს უპასუხებს ამ განცხადებას. 


2013 წელს მარგველაშვილის მინისტრობის დროს განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები, მაგრამ ეს იყო სახელისუფლებო გუნდის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები. უფასო სახელმძღვანელოები და განსაკუთრებით ტრანსპორტის უზრუნველყოფის პროგრამა აღმოჩნდა ძალიან კარგი და სასიკეთო, რადგან ამ ორი კომპონენტით დასწრების მაჩვენებელი 56%-დან 97%-მდე გაიზარდა. განათლების ხელმისაწვდომიბის კუთხით ბევრი სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც განხორციელდა - სასკოლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, რომელსაც 250 000 ბენეფიციარი ჰყავს, მნიშვნელოვანი იყო იგივე პროექტი „ექიმის კაბინეტები“, ინკლუზიური განათლება, რომელიც საერთოდ არ არსებობდა, მნიშვნელოვანი იყო ის ინტერვენციები, რომელიც სასკოლო განათლების გაგრძელებად განიხილიბოდა და რომელსაც პროფესიულ განათლებას ვუწოდებთ, ეს ხომ არ იყო და ა.შ.“, - განაცხადა თამარ სანიკიძემ.


კომენტარები:

ფართი შოპი