აცრის გაკეთებისთვის მოქალაქეებს წაახალისებენ - ვაქცინის გაკეთების მსურველებს ფულსაც გადაუხდიან?!

07 May 2021 09:39

ჯანდაცვის მინისტრი ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის დინამიკას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ მოთხოვნა მკვეთრად არის გაზრდილი. ამასთან, ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებში ვაქცინაციის გაკეთების მოტივაციის გაზრდის მიზნით, წამახალისებელ ღონისძიებებს მიმართოს.


კითხვაზე, ხომ არ იგეგმება რაიმე წამახალისებელი ინსტრუმენტების გამოყენება, მაგალითად, როგორც სერბეთში, სადაც ჟურნალისტის თქმით, მოქალაქეებს აცრის გაკეთებაში 25 ევროს უხდიან, ტიკარაძე ასე პასუხობს:


“სხვადასხვა ინსტრუმენტები გამოიყენება სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან. ამ ღონისძიებებს ვაკვირდებით და ასევე ვაკვირდებით მათ ეფექტურობასაც. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ჩვენ მსგავს ხერხსაც მივმართოთ – თუმცა იქნება ეს 25 ევრო, ლარი თუ რამე სხვა წამახალისებელი ღონისძიება ჩვენი მოქალაქეებისთვის, საბჭომ ერთობლივად უნდა მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება”. – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.




კომენტარები:

ფართი შოპი