"ძალიან უსინდისობაა, რასაც ამბობ... არ მოველოდი შენგან ამას" - რაზე წაკამათდნენ სალომე სამადაშვილი და ხატია დეკანოიძე პირდაპირ ეთერში?

07 May 2021 10:05

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძე და მისი ყო­ფი­ლი თა­ნა­გუნ­დე­ლი, დე­პუ­ტა­ტი სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი პირ­და­პირ ეთერ­ში წა­კამთდნენ.


სა­უ­ბა­რი შე­ე­ხე­ბო­და ამ­ნის­ტი­ის კა­ნონპ­რო­ექტსა და ნიკა მე­ლი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას.


"ამ­ნის­ტი­ას რაც შე­ე­ხე­ბა, ის რომ ამ­ნის­ტია პრობ­ლე­მა­ტუ­რი იქ­ნე­ბო­და, ამა­ზე მე გან­ცხა­დე­ბა პირ­ვე­ლი­ვე რა­უნ­დის შემ­დეგ გა­ვა­კე­თე. მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე და­ვა­ყე­ნე სა­კი­თხი, რომ ამ­ნის­ტი­ის სა­კი­თხზე ახ­ლა­ვე ხომ არ შევ­თან­ხმდეთ­ქო. რაც შე­ე­ხე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცესს - "ნაც­მოძ­რა­ო­ბი­დან" ჩემ­თან ერ­თად მომ­ლა­პა­რა­კე­ბე­ლი იყო აკა­კი მი­ნაშ­ვი­ლი.


არა მხო­ლოდ მას, არა­მედ არც ერთ სხვა მო­ნა­წი­ლეს ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი­დან ამ­ნის­ტი­ის თა­ო­ბა­ზე, ამ კუ­თხით, რომ ეს შე­ე­ხე­ბო­და თუ არა პო­ლი­ცი­ე­ლებს და რას იტყვი­ან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი, არა­ფე­რი უთ­ქვამთ. ეს იყო შეც­დო­მა. მე შე­მიძ­ლია ცალ­სა­ხად ვთქვა, რომ მათ შო­რის აკა­კი მი­ნაშ­ვილს არა­სო­დეს მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე არ უთ­ქვამს, რომ ამ შე­თან­ხმე­ბას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ამ­ნის­ტი­ის გამო ვერ აწერ­და ხელს. მათი პო­ზი­ცია იყო, რომ სა­ნამ ნიკა მე­ლია არ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა, ჩვენ შე­თან­ხმე­ბას ვერ მო­ვა­წერ­თო. ჩემი პო­ზი­ცია იყო, რომ ამ შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე მე­ლია ვერ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბო­და და ხელი უნდა მოგ­ვე­წე­რა.


ლიტ­ვის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი იყო ჩა­მო­სუ­ლი, სა­დაც ქალ­ბა­ტონ­მა ხა­ტი­ამ მას მი­მარ­თა კი­თხვით, რომ რა სხვა გზა არ­სე­ბობ­და მე­ლი­ას გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად, გარ­და იმი­სა, რაც შე­თან­ხმე­ბა­შია ჩა­დე­ბუ­ლია. ამა­ზე ხა­ტი­ამ ნა­ხევ­რად ირო­ნი­ო­ლი პა­სუ­ხი მი­ი­ღო..." - აღ­ნიშ­ნა სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა


ამ გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ სა­მა­დაშ­ვი­ლის ნათ­ქვა­მი უსინ­დო­სო­ბაა.


"არას­წო­რად ამ­ბობ, უსინ­დი­სო­ბაა რა­საც ამ­ბობ, არ მო­ვე­ლო­დი შენ­გან ამას. პი­რი­ქით იყო - მე ვამ­ბობ­დი, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა გან­გვე­ხი­ლა თავ­დე­ბო­ბის სა­კი­თხი, რო­მე­ლიც და­ა­ყე­ნა მათ შო­რის "ლე­ლომ" - აღ­ნიშ­ნა დე­კა­ნო­ი­ძემ, რა­ზეც სა­მა­დაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა:


"სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ უნდა შე­იყ­ვა­ნოთ შეც­დო­მა­ში. ნიკა მე­ლი­ას პა­ტიმ­რო­ბას ვერ ამო­ე­ფა­რე­ბით. მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა. ეს შე­თან­ხმე­ბა მათ შრის ჩვენს გა­სა­თა­ვი­სუფ­ლე­ბად გა­ფორმ­და. არა­ნა­ი­რი სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზა არ არ­სე­ბობს. ეს არის რე­ა­ლო­ბა".


ამბები.ge




კომენტარები:

ფართი შოპი