შერონ სტოუნი: მკერდში გაუსაძლისი ტკივილი ვიგრძენი… დავტოვე სხეული და ვესაუბრებოდი გარდაცვლილ ადამიანებს

07 May 2021 11:52

ჰოლივუდის ლეგენდის, შერონ სტოუნის განცხადებით, 2001 წელს მას ინსულტი დაემართა და სიკვდილს ძლივს გადაურჩა. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს.

 

მისი თქმით, ექიმები ფიქრობდნენ, რომ მისი გადარჩენის მხოლოდ 1%-ი იყო. როგორც სტოუნი ამბობს მან გონება დაკარგა და „გარდაცვლილ  ადამიანებს ხედავდა“.


„ამ მდგომარეობას ადამიანები სამეცნიერო და სპირიტუალური კუთხით ხსნიან. მე ორივესი მჯერა. ჩემს შემთხვევაში ეს ყველაფერი ასე იყო: ყველაფერი განვიცადე, რაზეც ადამიანები ლაპარაკობდნენ ხოლმე, როდესაც ხედავენ სინათლეს, ტოვებენ სხეულს. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს გარდაცვლილ ადამიანებს ვხედავდი. თითქოს მათ ვესაუბრებოდი, თუმცა ამას დიალოგის ფორმა არ ჰქონია, ჩვენ ერთმანეთის აზრს სიტყვების გარეშე ვიგებდით.

 

უცბად მკერდში გაუსაძლისი ტკივილი ვიგრძენი. არ ვიცი ეს დეფიბრილატორი იყო, თუ უბრალოდ ასე დამემართა. მერე თვალები გავახილე და ოთახი დავინახე. ცხადი იყო უკან დავბრუნდი“-,ამბობს სტოუნი.


primetime.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი