ნინი გოგიჩაიშვილი უკრაინულ არხზე საავტორო გადაცემას წაიყვანს

07 May 2021 13:31

ნინი გოგიჩაიშვილი უკრაინულ არხზე ინგლისურენოვან საავტორო გადაცემას წაიყვანს, რომელიც საინტერესო ადამიანებსა და ადგილებს ეხება.


როგორც ნინიმ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა, გადაცემას „ნინის დღიურები“ ერქმევა.


„ტელევიზია ის ადგილია, რომელიც ყველაზე მეტად მაინტერესებს. ბედნიერი ხარ მაშინ, როდესაც იმას აკეთებ, რაც გაინტერესებს.


ჩემი გადაცემა ეხება საინტერესო ადამიანებსა და ადგილებს. ის ეხება შთამაგონებელ ადამიანებს, რომლებიც რაღაცას ქმნიან… უკვე ჩავწერე ინტერვიუები ცნობილ იტალიელ და ბრიტანელ არქიტექტორებთან,“ – ამბობს ნინი გოგიჩაიშვილი.


ალია






კომენტარები:

ფართი შოპი