გურამ მაჭარაშვილი - ნიკა მელია ოპოზიციის კანდიდატი იქნება, „ქართული ოცნების“ კანდიდატი არა მხოლოდ პირველ ტურში გავა, არამედ 50 %-ზე გაცილებით მეტს აიღებს

07 May 2021 16:02

ნიკა მელია თუ იქნება ოპოზიციის კანდიდატი, სრული გარანტიით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არა მხოლოდ პირველ ტურში გავა „ქართული ოცნების“ კანდიდატი, არამედ 50- პროცენტზე გაცილებით მეტს აიღებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.


რაც შეეხება მელიას ციხიდან გამოსვლის საკითხს, მაჭარაშვილის თქმით, „ოპოზიციამ ისეთი ინტენსივობით რომ იაროს საქართველოს პარლამენტში, როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დადის, ნიკა მელია გაცილებით ადრე დატოვებს ციხეს“.


ნიკა მელიას საკითხი მოხსნილია როგორც ქვეყანაში, ისე ქვეყნის გარე. ამაზე მეტყველებს ჩვენი პარტნიორების და ელჩების კომენტარები, რომლებიც ამბობენ, რომ მისი გადასაწყვეტია, ის რას მოიმოქმედებს მას შემდგომ, რაც მას ჩვენმა პარტნიორებმა შესთავაზეს. თავად ნიკა მელიას განცხადებაც, რომ ის არის იმედგაცრუებული, მასზე გადატეხეს ჯოხი, ეს ნიშნავს, რომ ის გაება ისეთ პოლიტიკურ ლაბირინთში თავისი პარტიის ფაქტიური თავმჯდომარის მიერ, საიდანაც გამოსავალს ვერ პოულობს. ჩვენი დღის წესრიგი ნამდვილად არ არის, რომ ნიკა მელიასთან დაკავშირებით პოლიტიკური გამოსავალი ვეძებოთ. ეს მისი არჩევანია და ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ ამ მდგომარეობამდე მივიდოდა. ასეთი ხშირი სიარული ნიკა მელიასთან ციხეში, შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ მელიას აქვს მცდელობა, რომ როგორც თვითონ აღმოჩნდა პოლიტიკურ ლაბირინთში, ახლა სურს ის ოპოზიციონერები ჩაიყოლოს, რომლებმაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას. ამაზე ის პოლიტიკოსები უნდა დაფიქრდნენ, რომლებმაც მხოლოდ ცალი ფეხი შემოდგეს პარლამენტში,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი