გაიგეთ, გეკუთვნით თუ არა ყოველთვიური ფულადი დახმარება 18 წლამდე ბავშვებზე – პროგრამის დეტალები

07 May 2021 16:43

სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება არის თბილისის მერიის ქვეპროგრამა, რომელსაც “პრაიმტაიმი” დეტალურად გაგაცნობთ. თუ გყავთ არასრულწლოვანი 3 ან მეტი ბავშვი და გაქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი, მაშინ შეგიძლიათ ამ პროგრამით ისარგებლოთ, თითოეული 18 წლამდე ბავშვი ყოველთვიურად 50 ლარს მიიღებს. 

 

აღნიშნული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიურ ფულად დახმარებას ითვალისწინებს.

 

ვინ არიან ქვეპროგრამის ბენეფიციარები?

 

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებსაც 18 წლამდე ასაკის 3 და მეტი ბავშვი ჰყავთ.

 

რას მოიცავს ქვეპროგრამა?

 

18 წლამდე ასაკის თითოეული ბავშვისთვის ფულად დახმარებას თვეში 50 ლარის ოდენობით.

 

როგორ უნდა მიიღოს ოჯახმა ბენეფიტი?

 

ბენეფიციარ ოჯახებს კუთვნილი თანხა დაერიცხებათ ავტომატურად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოველთვიურად განახლებად მონაცემთა ერთიანი ბაზის საფუძველზე. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შესაბამისი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების თაობაზე ინფორმაციის მოწოდების შემდეგ, ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი ხსნის საბანკო ანგარიშს მომსახურე ბანკში (“თიბისი ბანკი”), რომელზეც ქვეპროგრამით გათვალისწინებული თანხა შემდგომში ავტომატურად დაირიცხება.


primetime.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი