სენაკში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

07 May 2021 17:42

სენაკში, მშვიდობის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული, თუმცა ხის ერთსართულიანი სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის სრულად არის დამწვარი.


სენაკის მერიაში აცხადებენ, რომ დაზარალებულ ოჯახს შესაბამისი სოციალური პროგრამის ფარგლებში ფულად დახმარებას გაუწევენ.


შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად გაუმართავი ელექტროგაყვანილობა სახელდება.


imedinews.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი