ცნობილი ქართველი რეჟისორი ბუბა ხოტივარი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის კოვიდ 19 -ს ებრძოდა.
"ბუბა ხოტივარმაც დაგვტოვა", - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე პარლამენტარი ქეთი დუმბაძე.
ბუბა ხოტივარი 1946 წის 13 ივნისს, თბილისში დაიბადა.
დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი; მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის(ВГИК) კინოსარეჟისორო ფაკულტეტი.
სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელეფილმების სტუდიისა და კინოსტუდია "ქართული ფილმის" კინორეჟისორად. 1986-1991წწ. ხელმძღვანელობდა "ქართული ფილმის" ახალგაზრდულ შემოქმედებით გაერთიანება "ადამ და ევას". 1988-1992წწ. იყო საქართველო-ინგლისის ერთობლივი ფირმა "მთვარის გლობუსის" გამგეობის წევრი და დირექტორი, ხოლო 2004-2006წწ. კინოსტუდია "მემატიანეს" დირექტორი. როგორც დამდგმელ რეჟისორს, გადაღებული აქვს დოკუმენტური და მხატვრული ფილმები: "ისლამი საქართველოში", "ლეხაიმ!", "მარკოზის სახარება", "ლაზარეს თავგადასავალი"(ქართლოს ხოტივართან ერთად), "დიმიტრი II", "ჩირიკი და ჩიკოტელა". იყო საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.
ამბები.ge