უყურადღებოდ დარჩენილი ფერმერები - ახალქალაქელებს ტონობით კარტოფილის გადაყრა უწევთ

07 May 2021 18:35

ახალქალაქელი ფერმერები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ისინი მოსავლის რეალიზებას ვერ ახერხებენ და საკუთარი ხელით მოყვანილი ტონობით კარტოფილის ნაგავსაყრელზე გადაყრა უწევთ. 


ადგილობრივები განმარტავენ, რომ ხელისუფლება გზას თურქეთს უხსნის და კარტოფილი იქიდან შემოაქვს, ახალქალაქელ ფერმერებს კი ტონობით მოსავალი უფუჭდებათ. 


ფერმერების ინფორმაციით,  მათი კარტოფილით საქართველოში პენიტენციური დაწესებულებები და ჯარი მარაგდებოდა, თუმცა ახლა ამ დაწესებულებებში იმპორტირებული პროდუქტი შედის. 


35 თეთრად ვყიდით ამ კარტოფილს. სექტემბრის მერე ასე გვაქვს დასაწყობებული. მე 20 ტონა მაქვს, მაგრამ ხალხს 50 ტონა ულპება. ეს ახლა ერთ-ორ კვირაში უნდა გადავყაროთ. 35 თეთრად ვიხვეწებით, იმდენი შრომა და წვალება ჩავდეთ, 50 თეთრადაც არ გვიღირს. არანაირი გამოსავალი არ გვაქვს, ვერავინ გვეხმარება. ეს არის ერთადერთი შემოსავლის წყარო, ფაქტობრივად, მშივრები ვრჩებით, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

ფერმერები გაფუჭებული მოსავლით ახალქალაქის მერიასთან ჩასვლას და პროტესტის გამოხატვას გეგმავენ. 


tv.პირველი 




კომენტარები:

ფართი შოპი