ვაჟა ოთარაშვილი, პოეტი, "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი:
_მე ვურჩევდი ანანიას, თავისი სახე დაახატოს და დედამისის სახე დაახატოს პრეზერვატივებს და ამ პრეზერვატივების მომხმარებლები დიდი სიამოვნებით გავხდებით ჩვენ...
ეს არის ქართველების ღირსების შეურაცხყოფა, ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფა, დიდი მართლმადიდებელი მრევლის, რომელიც 85%-ზე მეტია საქართველოში, მე ამ "აიისა"-ს დირექტორის გამოსვლა მაგონებს 30-ნი წლების ბოლშევიკების საქციელს, როდესაც 30-ანი წლების პრესაში ჩვენი წმინდანების, მაცხოვრის, ჩვენი წმინდა მეფეების, ჩვენი დიდი წინაპრების ათასნაირი სისაძაგლე კარიკატურის და სარკაზმის სახით იბეჭდებოდა- ეს იქნებოდა ბილწი ანეგდოტები, დამამცირებელი კარიკატურები თუ სხვა.