ჩემი მეუღლე ძალიან მიყვარს და ნაცმოძრაობის გამო ვერ გავშორდები - გიორგი ვაშაძე

07 May 2021 22:00

სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მეუღლე ძალიან უყვარს და ვერ გაშორდება იმის გამო, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" სულ ჩხარტიშვილს აძახებს :


"ყველაზე ამორალური მათი მხრიდან არის ის, რომ როგორც კი ჩემი პოზიცია არ მოეწონებათ, მყისიერად გამოდიან და ჩხარტიშვილს იძახიან. ჩემი მეუღლე ძალიან მიყვარს და ვერ გავშორდები იმის გამო, რომ „ნაცმოძრაობა“ სულ ამას მაძახებს. გაიგოს ამ ხალხმა, რომ ოჯახის დანგრევას არ ვაპირებ. სამი შვილი მყავს, ტრადიციებს პატივს ვცემ, ოჯახს პატივს ვცემ და არ ვაპირებ ამათ გამო ოჯახის დანგრევას. მათთვის ერთ დღეს ჩხარტიშვილის სიძე ვარ და მეორე დღეს ჩემთან ერთად არიან“ – განაცხადა გიორგი ვაშაძე "ტვ პირველის" ეთერში.





კომენტარები:

ფართი შოპი