„მე თქვენ პატივს არ გცემთ”, „ხელი გაიშვირეთ თქვენნაირებისკენ” – მეგრელიშვილი და ჭიჭინაძე

07 May 2021 22:46

„ტვ პირველის” სტუდიაში, გადაცემაში „დღის ამბები” ვახტანგ მეგრელიშვილი და დავით ჭიჭინაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ:

ვახტანგ მეგრელიშვილი:

ერთად დავიწყეთ გაყალბებული არჩევნების გაპროტესტება, ჩვენმა კოლეგებმა ბრალდება, რომელიც ისროლეს, ვერ დაამტკიცეს, ეს ხომ კარგად ვიცით? მთელი ეს 6 თვიანი კრიზისი ამან გამოიწვია. ბრმად ავყევით, როცა მთელი სპექტრი იძახდა გაყალბდაო, ინფორმაცია არ გვქონდა.

დავით ჭიჭინაძე:

საჩივარი დაწერე?

ვახტანგ მეგრელიშვილი:

კი.

დავით ჭიჭინაძე:

დაგიკმაყოფილეს?

ვახტანგ მეგრელიშვილი:

დიახ.

დავით ჭიჭინაძე:

არც ერთ ოპოზიციონერს დაუკმაყოფილეს და თქვენ როგორ დაგიკმაყოფილეს?

ვახტანგ მეგრელიშვილი:

მე თქვენ პატვს არ გცემთ, როგორც ასეთი. რადგან ერთად მოვედით… აქ ვცეთ პატივი ქალბატონ დიანას.

დავით ჭიჭინაძე:

ბოლო ეთერის მერე, თქვენ თქვით, რომ არასოდეს მოხვიდოდიტ დებატებში ჩემთან პირადად, ეს ხომ თქვენი სიტყვებია?

ვახტანგ მეგრელიშვილი:

არ მახსოვს.

დავით ჭიჭინაძე:

ასე არ გახსოვთ არაფერი. ხელი გაიშვირე თქვენნაირებთან…

ვახტანგ მეგრელიშვილი:

ქალბატონო დიანა არ მაინტერესებს ამ ადამიანთან… თქვენთან მოვედი სასაუბროდ… ხომ მკითხეთ, ახლა ხომ ჩემი სიტყვა იყო და რაზე უნდა გიპასუხოთ?


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი