ამსტერდამთან „ეროტიკული ცენტრი“ აშენდება

08 May 2021 10:09

ნიდერლანდებში, ამსტერდამის ხელისუფლებამ „წითელი ფარნების კვარტალის“ ალტერნატივის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ The Guardian წერს.

გამოცემის ცნობით, ამსტერდამის მერმა ფემკე ჰალმსმა სათანადო პროექტი წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ქალაქთან ახლოს ხუთსართულიანი „ეროტიკული ცენტრი“ აშენდება. შენობის ფართობი 5 ათასი კვადრატული მეტრი იქნება. „ეროტიკულ ცენტრში“ იქნება ორი ბარი, ასამდე ოთახი ინტიმური გართობისთვის და სტრიპტიზ-კლუბი.

გამოცემა წერს, რომ ამსტერდამის მერი, ამ გადაწყვეტილებით სექს-მუშაკებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებას გეგმავს და ამავდროულად ქალაქის ცენტრის „გასუფთავებას“.

„ეროტიკულ ცენტრში“ შესვლა ფასიანი იქნება. ამ შემთხვევაში ცენტრი ნაკლებად მიიზიდავს ტურისტებს, ახლა კი „წითელი ფარნების კვარტალში“ გასეირნება უფასოა. ასევე ცნობილია, რომ „ეროტიკული ცენტრის“ ასაშენებლად, ამსტერდამის მერი სპონსორს და კომერციულ პარტნიორს ეძებს.

ამსტერდამში „წითელი ფარნების კვარტალის“ დახურვის გადაწყვეტილების შესახებ 2021 წლის თებერვალში გახდა ცნობილი. მაშინ ამ გადაწყვეტილების მიზეზად, ქალაქის ტურისტული იმიჯის შეცვლა დასახელდა.


imedinews.ge 



 


კომენტარები:

ფართი შოპი