"ისეთივე პირსისხლიანი დაუნდობლები არიან ნაციონალები, როგორებიც იყვნენ „წითელი ეშმაკუნები"

05 May 2018 05:07

გია ბურჯანაძე, მსახიობი:


_მე გამკვირვებია ჩვენი საზოგადოების, რატომ ირჩევენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის ბედით თამაშობენ, თავიანთი პარტიული ინტერესების გამო... რატომ არიან ეს პარტიები ყოველთვის კარგად? ალასანიას პარტია, „რესპუბლიკელები", ესენი ის პარტიები არიან, ხატოვნად რომ ვთქვათ „ნაციონალებთან" ერთად, ერთ ოთახში რომ იღებენ დავალებებს და ერთი სალაროდან ფინანსდებიან. მათი დამფინანსებლები კი ავალევენ, უჩიჩხინე რუსებს და ხელისუფლებაში ყოფნა გარანტირებული გექნება.

 

უცნაური დამთხვევებია, ლენინს აქვს ნათქვამი, - ისეთ ქვეყანას ვაშებენთ, სადაც მზარეულ დიასახლისს შეუძლია მინისტრი გახდესო. ეს თქვა ლენინმა, მაგრამ არ გაუკეთებია, მას განათლებული მინისტრები ჰყავდა. სააკაშვილი ადგა და კანადიდან ჩამოიყვანა პურის მცხობელი ქალი და დაგვინიშნა ეკონომიკის მინისტრად. სააკაშვილმა ზუსტად ის გააკეთა, რაც ლენინმა თქვა. ისეთივე პირსისხლიანი დაუნდობლები არიან ნაციონალები, როგორებიც იყვნენ „წითელი ეშმაკუნები". პავლიკა მოროზოვები არიან, საკუთარ ოჯახს და სამშობლოს წირავენ... ისე აიწყვიტეს, ყველა ზღვარს გადავიდნენ.


კომენტარები:

ფართი შოპი