დიდი ოდენობით ფული ტრაილერში მოწყობილ სამალავში - წითელი ხიდის გავლით საქართველოში არადეკლარირებული თანხა შემოჰქონდათ

08 May 2021 14:06

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე - "წითელი ხიდი", დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა.


არადეკლარირებული თანხა, მებაჟე ოფიცრებმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან, შემოსული სატვირთო ავტომობილი ეჭვის საფუძველზე, დათვალიერების შედეგად, მანქანის სალონში მოწყობილ სამალავში აღმოაჩინეს.


აღნიშნული თანხის მალულად შემოტანას, 1988 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ცდილობდა.


rustavi 2 






კომენტარები:

ფართი შოპი