“მორჩით ახლა მასხარაობას და პოლიტიკური პროცესის სიმულირებას” – ნიკა გვარამია

08 May 2021 14:39

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დადების თემას ეხმიანება და შექმნილ პროცესს მასხარაობას უწოდებს:


რაის ვეტომ ქვეყანა უნდა გადაარჩინოს და პოლიტიკური კრიზისი განმუხტოს, რა ღადაობაა??


სამჯერ რო დაადოს ვეტო, იმასაც დაძლევს ოცნება. მორჩით ახლა მასხარაობას და პოლიტიკური პროცესის სიმულირებას. და პარალელურად პოლიტიკური გვამი ზურაბიშვილის ხელოვნურად აქტუალიზაციას, რაც უკვე სამარცხვინოა.


update: თან არც დაადო. ანუ ქვეყანა ვერ გადარჩა და პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტა“, წერს ნიკა გვარამია ფეისბუქის პირად გვერდზე.


პარალელი




კომენტარები:

ფართი შოპი