“მერაბ კოსტავას შიმშილობის ერთი დღე უფრო საშიში იყო საბჭოთა რეჟიმისთვის, ვიდრე ამ ტუტუცების მთელი წივილ-კივილი და აჟიოტაჟი” – ბონდო მძინარაშვილი

08 May 2021 14:44

საზოგადოებრივი არხის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ბონდო მძინარაშვილი ქართველი პოლიტიკოსების მისამართით კრიტიკულ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში. მისი აზრით პოლიტიკოსები არ არიან გულწრფელები და პოლიტიკა კომფორტის ზონა ჰგონიათ:


იცით, რატომ ვერ მიაღწევენ საწადელს ეს შინნაზარდი ე. წ. პოლიტიკოსები?
იმიტომ, რომ გულწრფელები არ არიან!


იმიტომ, რომ მერაბ კოსტავას შიმშილობის ერთი დღე უფრო საშიში იყო საბჭოთა რეჟიმისთვის, ვიდრე ამ ტუტუცების მთელი წივილ-კივილი და აჟიოტაჟი, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება და ხელისუფლებას ვერხვის ფოთოლთა თეთრ ლაშქარსაც ვერ უშრიალებს!


ამიტომაც არ არიან საშიში ხელისუფლებისთვის, რადგან ესენი ვერასოდეს გაიგებენ ბრძოლაში თავგანწირვის მნიშვნელობას!


პოლიტიკა ბიზნესი ჰგონიათ!


კომფორტის ზონა ჰგონიათ!


ეს ფაფხურიც კომფორტის შესაქმნელად სჭირდებათ!

დრო კი იკარგება, ძვირფასი დრო, რომელიც სახელმწიფოს შესაქმნელად და გასაძლიერებლად უნდა გამოგვეყენებინა!


ვუყურებ ამ ჟიპიტაურების დიმპიტაურს და მგონი, ჯობდა ისევ ხეს შერჩენოდნენ ჭანჭურად!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარაშვილი.


პარალელი




კომენტარები:

ფართი შოპი