შეხვდერები მხოლოდ ფონის შესაქმენლად იყო, პრეზიდენტის გადაწყვეტილება ნაკარნახევი სწორედ ქართული ოცნებიდან იყო - წერეთელი ვეტოს არ დადებაზე

08 May 2021 15:30

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს არ გამოყენებას ეხმაურება.


წერეთლის თქმით, პრეზიდენტის მოსაზრება იყო საკმაოდ ურთიერთგამომრიცხავი და იმაზე აპრელირება, რომ ეს კანონი არ იყო შეუსაბამო კონსტიტუციასთან უადგილო იყო, რადგან აქ მთავარი ამოცანა სწორედ პოლიტიკური მიზანშეუწონლობის გამო ვეტოს დადება იყო ამ კანონზე.


წერეთელმა აღნიშნა, რომ როდესაც ასეთი მკაცრი პოზიცია იყო სამოქალაქო სექტორისაგან, ოპოზიციური პარტიებისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, პრეზიდენტის მხრიდან, რათქმაუნდა, უნდა ყოფილიყო მცდელობა ამ კანონზე ვეტოს დადების.


როგორც წერეთელმა განაცხადა, შეხვდერები მმართველ გუნდთან მხოლოდ ფონის შესაქმენლად იყო, თითქოს ღრმა კონსულტაციები მიმდინარეობდა, სინამდვილეში კი პრეიდენტის გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო სწორედ მმართველი პარტიის მხრიდან.


„პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება იყო არასწორი, მიუხედავად იმ მცდელობისა, დასაბუთების, რომელიც მან შემოგვთავაზა, იყო ძალიან ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები და აპელირება იმასთან დაკავშირებით, რომ კონსტიტუციასთან არ არის რაიმე შეუსაბამო, აბსოლიტურად უადგილო იყო აქ, რადგან აქ მთავარი ამოცანა  იყო სწორედ პოლიტიკური მიზანშეუწონლობის გამო ამ ვეტოს გამოყენება და ზოგადად ვეტოების გამოყენების წესიც და პრაქტიკა მსოფლიოში ამგვარია, რომ აქ არ არის მარტო კონსტიტუციასთან შეუსაბამობაზე ლაპარაკი, აქ არის უმეტეს შემთხვევაში ცუდ და კარგ კანონზე, ანუ სწორედ პოლიტიკურ შეუსაბამობაზე.


ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის, რომელსაც აქვს ამგვარი სურვილი, რომ დემოკრატიულად განვითარდეს, როცა იყო ასეთი პოზიცია სამოქალაქო საზოგადოების ამ კანონთან დაკავშირებით, ოპოზიციის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ აშშ-ის საელჩოს განცხადება, ასეთ შემთხვევაში, რათქმაუნდა, უნდა ყოფილიყო მცდელობა პრეზიდენტის მხრიდან, რომ ცვლილებები მომხდარიყო სწორედ ვეტოს გამოყენების საშუალებით.


აღმოჩნდა ისე, როგორც ბევრს ჰქონდა მოლოდინი, რომ ის ვერ გადააბიჯებდა იმ ურთიერთობას, რომელიც აქვს მმართველ გუნდთან და სწორედ პოლიტიკური მიზანშეწონილობით მიიღო გადაწყვეტილება, ოღონდ ეს პოლიტიკური მიზანშეწონილობა იყო იმგვარი, როგორიც მმართველ პარტიას აწყობს.


ის შეხვედრები მმართველი გუნდიდან, რომელიც იყო პრეზიდენტთან იმ ფონის შესაქმნელად, თითქოს რაღაც ღრმა კონსულტაციები მიმიდინარეობდა, კიდევ ერთხელ გვანახებს, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო პრეზიდენტმა იყო ნაკარნახევი  სწორედ მმართველი გუნდის მხრიდან.“ - განაცხადა წერეთელმა.




კომენტარები:

ფართი შოპი