პოლიციის თანამშრომლებმა “გირჩის” ოფისთან მამაკაცი გააჩერეს, რომელსაც ნარკოტიკის მოხმარებაში ადანაშაულდნენ, ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკური ორგანიზაცია “გირჩი” ავრცელებს.
თუმცა, როგორც “პრაიმტაიმს” შსს-ში განუცხადეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა 1990 წელს დაბადებული ნ.ო. გამოავლინეს. პოლიციამ სავარაუდო ნარკოტიკული საშაულება კანაფი ნივთმტკიცებად ამოიღო. ამ დროისთვის ნ.ო. მოწმის სტატუსით პოლიციაში იკითხება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 265 – ე მუხლით მიმდინარეობს.
…სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე “გირჩის” ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე და იაგო ხვიჩია მივიდნენ. ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ეს ადამიანი მიწაზე დააგდეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
“ადამიანს მიაყენეთ ფიზიკური შეურაცხყოფა, რატომ უნდა დაგემორჩილოთ? პოლიციის ფორმა გაცვიათ თუ რაიმე აღმნიშვნელი სიმბოლო გაქვთ? რა დაგემართათ? ამ ადამიანზე ზრუნავთ, თუ ნარკოტიკს მოიხმარს? . მეც მოვიხმარ ნარკოტიკს. “ფეხზე” მკიდია თქვენი კანონები. მიხედეთ მილიონ სხვა საქმეს, სირცხვილია” – მიმართა ადგილზე მყოფმა ზურაბ ჯაფარიძემ სამართალდამცავებს