კუს ქანდაკება კუს ტბაზე - მერია 23 992 ლარს იხდის

08 May 2021 16:00

თბილისის მერია კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე კუს ქანდაკების დადგმას გეგმავს. მერიამ ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე უკვე გამოაცხადა, საიდანაც ირკვევა, რომ მერია კუს ქანდაკების დადგმაში 23 992 ლარს დახარჯავს.

ტენდერი 7 მაისს გამოცხადდა, განცხადებების მიღება კი 23 მაისს დაიწყება და 28 მაისს დასრულდება.


 სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მიმწოდებელმა, ხელშეკრულების გაფორმებიდან ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით, 70 დღის განმავლობაში, უნდა უზრუნველყოს კუს ქანდაკების ტრანსპორტირება და პარკის ტერიტორიაზე არსებულ კვარცხლბეკზე მონტაჟი.  


თბილისის მერმა, 28 აპრილს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცია იგეგმებოდა. კახა კალაძემ ამ მიმართულებით მუშაობა, ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს დაავალა.


 მთავარი არხი 




კომენტარები:

ფართი შოპი