ალუდა ღუდუშაური: მელიას აქვს სააკაშვილის სტრატეგიული დოკუმენტი, რომელზეც დაუხაზა - როგორ უნდა შესულიყო ციხეში, მერე არ უნდა გამოსულიყო

08 May 2021 16:17

ნიკა მელია სააკაშვილის ლაბირინთებშია გახლართული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.


„მელიას აქვს სააკაშვილის სტრატეგიული დოკუმენტი, რომელზეც დაუხაზა ალბათ, როგორ უნდა შესულიყო ციხეში, მერე არ უნდა გამოსულიყო, ამიტომ სააკაშვილის ლაბირინთებში არის გახლართული ბატონი მელია, რაც ადამიანურად შესაცოდია ნამდვილად“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაური.


4 მაისს ნიკა მელიასთან შესახვედრად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატები შევიდნენ. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, მათ განაცხადეს, რომ გირაოსთან დაკავშირებით, ნიკა მელიას თანხმობა არც სამართლებრივად და არც სხვა მხრივ, დღის წესრიგში არ დგას და ეს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.


ოპოზიციის ნაწილში, მოლოდინი, რომ ნიკა მელია დათანხმდება ევროპელი პარტნიორების შეთავაზებას, მას შემდეგ გაჩნდა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მოინახულა.


თავდაპირველად, ნიკა მელია ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა გირაოს, თუ პარლამენტიდან ამნისტიის შესახებ კანონპროექტს გამოიწვევდნენ.


სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 23 თებერვალს დააკავეს.


imedinews.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი