გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციის წარმომადგენლებს ასეთი წარმატებით პარლამენტში რომ ევლოთ, როგორც ისინი მელიასთან დადიოდნენ, ეს წაადგებოდა თავად ოპოზიციას და ქვეყანას

08 May 2021 16:39

უმრავლესობის წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის განმარტება, რის გამოც მან „ადმინისტრაციუილ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებეს ვეტო არ დაადო, „ლოგიკური და არგუმენტირებულია“.


როგორც მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები კონსტიტუცისთან შესაბამისობაშია და ამ საკითხზე ოპოზიციის პოზიცია გაუგებარია.


„ოპოზიციის წარმომადგენლებს ასეთი წარმატებით და ფორმატით საქართველოს პარლამენტში რომ ევლოთ, როგორც ისინი ნიკა მელიასთან დადიოდნენ, პირველ რიგში, ნიკა მელია აქამდეც გამოსული იქნებოდა ციხიდან და მეორეც, ეს წაადგებოდა ქვეყანას და თავად ოპოზიციას - პარლამენტში ჯანსაღი კრიტიკა იქნებოდა. რაც შეეხება კონკრეტულად „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს, არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ეს არის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში. რაც ყველაზე მთავარია, რასაც, სამწუხაროდ, ბევრი არ აღნიშნავს - ვინც ამის კატეგორიული წინააღმდეგია, რომ განმეორებით ხულიგნობაზე და პოლიციელებზე ძალადობაზე სანქციები გამკაცრდეს, ძალიან ლეგიტიმური კითხვა მაქვს, თუ ვინმე აპირებს წინასაარჩევნო კამპანია ან საერთოდ ცხოვრება, ხულიგნობით აწარმოოს, ან პოლიციელებზე იძალადოს, შეურაცხყოფა მიაყენოს, ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს გამართლებული მათი ნარატივი იმაზე, რატომ მკაცრდება განმეორებით ხულიგნობაზე და პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფაზე სანქცია.


პირველ რიგში გაუგებარია, ოპოზიციის ასეთი პოზიცია და მეორეც, თუ მათ რაიმეს ინიცირება უნდათ პარლამენტში კანონის მიღებასთან დაკავშირებით, გადაშალონ რეგლამენტი და წიაკითხონ, რა არის საჭირო ამისთვის“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.





კომენტარები:

ფართი შოპი