26 წლის ქალის გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

08 May 2021 17:09

26 წლის ქალის გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.


ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა.


არსებული ინფორმაციით, დაკავებულს სასამართლო პროცესზე ადვოკატი არ ჰყოლია.


ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ბ.თ.-მ 2021 წლის 5 მაისს, თბილისში, ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 26 წლის ქალი გააუპატიურა. ბრალდებულის ქმედების შედეგად მძიმე ფსიქო-ტრამვულ მდგომარეობაში მყოფი ქალი მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.


დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




კომენტარები:

ფართი შოპი