ხელიუფლებას ყველა შემთხვევაში მოუწევდა მელიას განთავისუფლება, ეს იყო ძალიან მძიმე პრობლემა ხელისუფლებისათვის ქვეყნის შიგნით და გარეთ, ორივე ფრონტზე - ბოკერია

08 May 2021 19:33

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია, გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომ ევროკაშვირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა.


ბოკერიას თქმით, ხელისუფლებისთვის ნიკა მელიას პატირმობა ძალიან მძიმე პრობლე იყო როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, ამიტომ მას აუცილებლად მოუწევდა მელიას განთავისუფლება.


ბოკერიამ აღნიშნა, რომ როგორც მელიას, ისე რურუას თავისუფლება არის კარგი ამბავი როგორც ადამიანურად, ისე პოლიტიკურად, თუმცა ამ პროცესის მთავარი ხინჯი არის ის, რომ ივანიშვილის რეჟიმს მეტნაკლები წარმატებით გამოუვიდა პოლიტიკური პატიმრებით ვაჭრობა.


„თავი რომ დავანებოთ იმ ტექნიკურ დეტალს, რომელიც ცნობისმოყვარეობას იწვევს, თუ სად გადაირიცხა ფული, რადგან პროკურატურამ უნდა გადადგას ნაბიჯი და შეუცვალოს პატიმრობა გირაოთი,იმისთის, რომ გირაო იქნას გადახდილი. თუმცა, გვერდით რომ გადავდოთ ეს საინტერესო სამართლებრივი დეტალი, არსებითად, ნიკა მელია უნდა იყოს თავისუფალი, ის არის პოლიტპატიმარი, მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება თავისუფალი ამა თუ იმ ფორმით, დარწმუნებული ვიყავი ამაში, ხელიუფლებას ყველა შემთხვევაში მოუწევდა მისი განთავისუფლება, ეს იყო  ძალიან მძიმე პრობლემა ხელისუფლებისათვის ქვეყნის შიგნით და ქვეყნისნ გარეთ, ორივე ფრონტზე.


სამწუხაროდ, ამ შეთანხმების მიღწევამ, როგორც მოხდა იმ პარტიებთან, რომლებიც მას შეუერთდნენ ოპოზიციიდან, ამან ბრძოლის პროცესი საერთო ჯამში ივანიშვილის რეჟიმთან წინ ვერ წაწია და ჩემი აზრით დააზიანა, მიუხედავად ამისა, ამ ვითარების ამოქაჩვა არის აბსოლიტურად შესაძლებელი ჩვენ მოქალაქეებთან ურთიერთობით, პოლიტიკური ძალების და საზოგადოებრივი ჯგუფების, მოტივაციის შექმნით, კლიმატის გარდატეხით და იმ ვითარების შექმნით, რომელშიც ივანიშვილის რეჟიმს არალეგიტიმური მეთოდებითაც კი აღარ გამოუვა ძალაუფლების შენარჩუნება და ამისთვის უნდა გამოვიყენოთ თვითმმართველობის არჩევნები, ვადამდელი არჩევნები, რომელიც მე დარწმუნებული ვარ რომ იქნება და როცა საჭიროა მშვიდობიანი პროტესტიც.


ნიკა მელიას და გიორგი რურუას თავისუფლება არის კარგი ამბავი ადამიანურად, პოლიტიკურად, ყველანაირად, ერთადერთი რაც ამ პროცესს აქვს ხინჯი სერიოზული არის ის, რომ მეტნაკლები წარმატებით გამოუვიდა ივანიშვილს და მის რეჟიმს ვაჭრობა პოლიტიკური პატიმრებით და ამის გაცვლა რაღაცეებში და ეს ცუდი პრეცენდენტია, მაგრამ ამოქაჩვადია, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რადგან მნიშვნელოვანია ხალხს ესმოდეს, რომ ეს არ არის ვითარება, რომ ვაიმე დავიღუპეთ და ა.შ, არა ამოქაჩვადია, ისეთ მძიმე ვითარებაშია ივანიშვილის რეჟიმი მისივე მავნებლური და უკანონო, არალეგიტიმური, ავტორიტარული პოლიტიკის შედეგად, რომ ის აუცილებლად იქნება დამარცხებული, ოღონდ მისი დამარცხების დროს ქვეყნისთვის ნაკლების ზიანის მიყენებისათვის საჭიროა აქტიური მუშაობა და მოქალაქეების მოტივირება და  იმ კლიმატის შექმნა როცა ეს მოხდება ნაკლები ზიანის გარეშე.“ - განაცხადა ბოკერიამ.





კომენტარები:

ფართი შოპი