ვიოლა ფონ კრამონი - კარგია იმის ხილვა, რომ ყველა პარტნიორმა შეასრულა თავისი დანაპირები, შემდეგი ნაბიჯი ის იქნება, რომ მელია ძალიან მალე დატოვებს ციხეს

08 May 2021 19:37

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ევროკავშირის მიერ ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდას ეხმიანება და აცხადებს, რომ ამ ნაბიჯმა ნორმალური საპარლამენტო მუშაობისაკენ გზა უნდა გახსნას.


„დიდებულია! კარგია იმის ხილვა, რომ ყველა პარტნიორმა შეასრულა თავისი დანაპირები. შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ ბატონი მელია ძალიან მალე დატოვებს ციხეს. ამან ყველას უნდა გაუხსნას გზა საქართველოში ნორმალური საპარლამენტო მუშაობისაკენ“, - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.




კომენტარები:

ფართი შოპი