საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, უწყების წინადადება, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში, ისინი სასამართლოს ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართავდნენ, ძალაშია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, როგორც კი, ნიკა მელიას სასარგებლოდ გადარიცხული თანხა შესაბამის ანგარიშზე აისახება, ან შესაბამის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დოკუმენტს წარადგენენ, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართავენ.