მიხეილ სააკაშვილმა მოახერხა და ნიკა მელიას რეიტინგი გაუნულა - სოზარ სუბარი

08 May 2021 20:06

ნიკა მელიას, მიხეილ სააკაშვილმა ასწავლა ციხეში შესვლის გზა და არ ასწავლა გამოსვლის გზა. ყველაფერი არის ძალიან მარტივად, ნიკა მელიას აღარც გმირობა გამოუვიდა, აღარც ლიდერობა და აღარც პოლიტიკური ხულიგნობა, რითაც ყოველთვის იყო გამორჩეული, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.


„ოპოზიცია ზოგადად, ახლა იძულებული იქნება ეძებოს ახალი ლიდერი. ნიკა მელიას ჰქონდა შანსი მინიმუმ ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, თუმცა სააკაშვილმა მოახერხა და გაუნულა რეიტინგი, ეს იყო მისი მიზანი.


თუ ზურაბ ადეიშვილის ნათქვამს გავიხსენებთ მიხეილ სააკაშვილზე, ესაა ადამიანი, რომელიც ქორწილში სიძე უნდა იყოს, ხოლო გასვენებაში მიცვალებული, სხვანაირად არ შეუძლია. ამიტომ სააკაშვილი ვერ აიტანდა თავის გვერდით სხვა ლიდერს და ბუნებრივია ის, რაც საწყალ ნიკა მელიას გაუკეთა", - განაცხადა სუბარმა.




კომენტარები:

ფართი შოპი