ჯაფარიძის გეგმები: გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ნარკოდანაშაულზე ყველა დაპატიმრებულს შევიწყალებ

05 May 2018 17:01


როგორც ცნობილია, ა/წლის ოქტომბერში,საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. პრეზიდენტის პოსტზე, ყველაპარტია საკუთარ კანდიდატს წარადგენს. გირჩმა, პრეზიდენტობის კანდიდატად ზურაჯაფარიძე უკვე დაასახელა.

 

„ჯორჯიან თაიმსი“ მათ საარჩევნო გეგმასთან დაკავშირებით, სწორედ ზურა ჯაფარიძეს დაუკავშირდა.

 

მატ საარჩევნო გეგმაში, პირველ პუნქტად უწერიათ, რომ თავდაცვის ბიუჯეტს 5 წელიწადში  გააორმაგებენ:

 

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტის უფლებები შეზღუდულია, ის მაინც რჩებამთავარ ფიგურად. შესაბამისად, პრეზიდენტის ტრიბუნა არის მნიშვნელოვანი, რომლისგამოყენებასაც ვაპირებ, რომ პოლიტიკური ქვემეხი გავაძლიერო მთავრობაზე და ვაიძულო, რომწელიწადში ნახევარი პროცენტით გაზარდონ თავდაცვის დაფინანსება. გირჩის საქმიანობას რომადევნოთ თვალი, ისედაც ჩანს რომ ყველანაირი პოლიტიკური ტრიბუნის გარეშე, სისტემის გარედანშევძელით არაერთი მიმართულებით რაღაცეების შეცვლა და თუ მექნება, პრეზიდენტისტრიბუნა დარწმუნებული ვარ, რომ ამას გავიტან. 

პირდაპირ უფლებამოსილება, ისე,, რომ ბიუჯეტი გავზარდო, ცხადია არ მაქვს, მაგრამ დარწმუნებულივარ, რომ პოლიტიკური წნეხის საშუალებით შევძლებ ამის გაკეთებას.“ - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

 

გირჩს მეორე პუნქტად სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება აქვს:

 

„გირჩი დაარსების დღიდან, მანამდეც კი, იბრძოდით იმისთვის, რომ სავალდებულო სამხედროსამსახური ამ ქვეყანაში გაუქმებულიყო, იმიტომ, რომ 21-ე საუკუნეში  ეს არის ლეგალიზებულიმონობა და თუ გავხდები პრეზიდენტი, ამ სამსახურს გავაუქმებ. ტექნიკურად ეს მარტივიგასაკეთებელია.“ - ამბობს ის.

 

მესამე პუნქტი შეეხება „ნარკოდანაშაულზე“ დაპატიმრებული და უფლებებშეზღუდული პირებისშეწყალებას, მანამ, სანამ არ შეიცვლება შესაბამისი კანონები.
ჩვენ დაგვაინტერესა, - ვის შეეხება შეწყალება, მომხმარებელს თუ რეალიზატორს, რაზეც ბატონმა ზურამ გვითხრა, რომ გაათავისუფლებს ყველას, ვინც დაკავშირებულია ნარკოდანაშაულთან:

 

„ნარკოტიკებთან მიმართებაში დანაშაული არ არსებობს.

რეალიზატორი, ცხადია არ არის დამნაშავე, ის ამ სისტემაში ისეთივე მსხვერპლია, როგორიცმომხმარებელი. მე დაპირებაში ვთქვი, რომ ნარკოდანაშაულზე დაპატიმრებულ ადამიანებს შევიწყალებ მანამ, სანამ ნარკოპოლიტიკას არ შეცვლიან.  სანამ ასეთი ნარკოპოლიტიკა იქნება, ამპირობებში მსხვერპლი არის ყველა!“ - აღნიშნა ზურამ.

 

ასევე, ზურა ჯაფარიძე, ამომრჩეველს ჰპირდება, რომ ვეტოს დაადებს თავისუფლების შემზღუდავყველა კანონს:

 

„ასეთი კანონი არის უამრავი და ყველა მათგანს დავადებ ვეტოს. ამ კანონთა რიცხვშია მაგალითად, პირველ მაისს ძალაში შესული კანონი, რომლითაც აიკრძალა თამბაქოს მოხმარებაკონკრეტულ ადგილებში. მას აუცილებლად დავადებდი ვეტოს. ამასთან, ვთქვი, რომ ყველა ვეტოს, საქართველოს პარლამენტში, პირადად დავიცავ.“ - აცხადებს ის.

 

ზურა ჯაფარიძემ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა: 

 

„მე არ მაქვს განსაკუთრებული მოლოდინი, რომ ეს ადამიანი პოლიტიკაში გააქტიურდება. მგონია, რომ ის ფორმალურად დაკავდება იმით, რითაც აქამდე არაფორმალურად იყო დაკავებული. ეს არისპარტიის შიგნით სიტუაციის დალაგება. მის გარდა ავტორიტეტი არავინ იყო, არავის უსმენდნენ დასიტუაციას ვერ ალაგებდნენ, ვერც კვირიკაშვილი,  ვერც კობახიძე და ვერც ვერავინ სხვა.  ამის მეტსმგონია, არაფერს გააკეთებს, არც თანამდებობაზე წავა, არც საჯაროდ გამოჩნდება და არც სხვა მხრივიაქტიურებს. მაქსიმუმ, წინასაარჩევნოდ ერთი-ორჯერ გამოჩნდეს და სიტყვა წააშველოს „ქართულიოცნების“ კანდიდატს.“ - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ ჩვენთან საუბარში.

 

 

/გვანცა მამუჩიშვილი/

 


ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

 


კომენტარები:

ფართი შოპი