ზურაბ ქადაგიძე ნიკა მელიას: სამადლოთი გადახდილი გირაოთი გამოდიხარ - არ დაგავიწყდეს

08 May 2021 20:29

სამადლოთი გადახდილი გირაოთი გამოდიხარ - არ დაგავიწყდეს, - ასე მიმართავს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ნიკა მელიას.


„ახლა, რომ გამოხვალ ნიკანორ ნუ „აამტვერებ“, მჯიღის გულზე ცემას და ვაჟკაცობის დემონსტრირებას ნუ დაიწყებ! გირაოს გადაუხდელობის გამო დაგაკავეს და სამადლოდ გადახდილი გირაოთი გამოდიხარ არ დაგავიწყდეს! პარლამენტის ამნისტია შეგეხება და თავისუფალი იქნები, არც ეგ დაგავიწყდეს! პარლამენტზე შტურმი,ქვების სროლა, თავდასხმა, ხულიგნობა დანაშაულია და სირცხვილი იქნება კვლავ იგივე ბრალდებით,რომ დაგაკავონ.


ამიტომ დაფიქრდი, აწონ-დაწონე და გააანალიზე მიშას „ტორპედოდ“ ყოფნა უფრო სირცხვილია, თუ წაგება აღიარო და კაცურად მიიღო შედეგი, რომელიც სამწუხაროდ შენი განულებული რეიტინგი და არშემდგარი გმირობაა...“, - აცხადებს ანალიტიკოსი.


ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა ჩარიცხა.


მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ მელია თანახმაა ევროკავშირის გირაოზე.


4 მაისს ნიკა მელიასთან შესახვედრად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატები შევიდნენ. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, მათ განაცხადეს, რომ გირაოსთან დაკავშირებით, ნიკა მელიას თანხმობა არც სამართლებრივად და არც სხვა მხრივ, დღის წესრიგში არ დგას და ეს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.


თავდაპირველად, ნიკა მელია ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა გირაოს, თუ პარლამენტიდან ამნისტიის შესახებ კანონპროექტს გამოიწვევდნენ.


სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 23 თებერვალს დააკავეს.


imedinews.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი