"თურქული კინოინდუსტრიის მეფე" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს "სანჯარ ეფე" რეალურ ცხოვრებაში: ცეცხლოვანი ენგინ აქიურექის იდუმალი ცხოვრება კადრს მიღმა

08 May 2021 21:00

ყვე­ლა­ზე ქა­რიზ­მა­ტუ­ლი, ცე­ცხლო­ვა­ნი, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი, მეფე - ეს ის ეპი­თე­ტე­ბია, რო­მელ­საც თურ­ქუ­ლი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის ვარ­სკვლავ ენ­გინ აქი­უ­რექ­ზე სა­უბ­რი­სას კი­ნოკ­რი­ტი­კო­სე­ბი და ფა­ნე­ბი ხში­რად იყე­ნე­ბენ. აქი­უ­რე­ქი თურ­ქუ­ლი კი­ნო­ინ­დუსტრი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი და მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბია, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი სხვა­დას­ხვა რო­ლით იც­ნობს.


თურ­ქულ სე­რი­ა­ლებ­ში მის მიერ გან­სა­ხი­ე­რე­ბულ გმი­რებს უკვე ლე­გენ­და­რულს უწო­დე­ბენ. ენ­გი­ნი ერთ-ერ­თია იმ მსა­ხი­ო­ბებს შო­რის, რომ­ლებ­მაც თურ­ქულ კი­ნო­ინ­დუსტრი­ას მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით წარ­მა­ტე­ბა და აღი­ა­რე­ბა მო­უ­ტა­ნა.


თურ­ქეთ­ში ამ­ბო­ბენ, რომ ენ­გი­ნი - ეს ნიჭი და წარ­მა­ტე­ბაა. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში აქი­უ­რექს იც­ნო­ბენ სე­რი­ა­ლე­ბი­დან - "რა და­ა­შა­ვა ფატ­მა­გულ­მა“, "შავი ფული და სიყ­ვა­რუ­ლი“ და ახლა უკვე სე­რი­ა­ლით - "ელ­ჩის ქა­ლიშ­ვი­ლი“, რო­მე­ლიც უახ­ლე­სი ნა­მუ­შე­ვა­რია.


კად­რი სე­რი­ა­ლი­დან "რა და­ა­შა­ვა ფატ­მა­გულ­მა"

სა­მი­ვე სე­რი­ა­ლი გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბი­თაა პო­პუ­ლა­რუ­ლი, უფრო მე­ტიც "შავი ფული და სიყ­ვა­რუ­ლი“ თურ­ქულ სე­რი­ა­ლებს შო­რის გა­ყიდ­ვე­ბით პირ­ველ ად­გილს იკა­ვებს და მსგავ­სი წარ­მა­ტე­ბა ამ დრომ­დე არ­ცერთ თურ­ქულ ნა­მუ­შე­ვარს არ ჰქო­ნია.

კად­რი სე­რი­ა­ლი­დან "შავი ფული და სიყ­ვა­რუ­ლი"

ასევე დაგაინტერესებთ




ენ­გინს ყვე­ლა­ზე ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ მსა­ხი­ობს უწო­დე­ბენ. ის პრო­ფე­სი­ით ის­ტო­რი­კო­სია და გარ­და მსა­ხი­ო­ბი­სა, მწე­რა­ლი­ცაა. მისი წიგ­ნი Sessizlik სხვა­დას­ხვა ენა­ზე ითარ­გმნა.

  • ცოტა რამ ენ­გინ აქი­უ­რე­ქის კა­რი­ე­რის შე­სა­ხებ

ენ­გი­ნი 1981 წლის 12 ოქ­ტომ­ბერს ან­კა­რა­ში და­ი­ბა­და. მამა პო­ლი­ტი­კო­სია, დედა დი­ა­სახ­ლი­სი. ენ­გინს ერთი ძმა ჰყავს. 2004 წელს, უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ენ­გინ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო სა­ტე­ლე­ვი­ზიო კონ­კურ­სში "თურ­ქე­თის ვარ­სკვლა­ვი“, სა­დაც გა­ი­მარ­ჯვა, ამის შემ­დეგ კი, თა­ვი­სი პირ­ვე­ლი როლი მი­ი­ღო სე­რი­ალ­ში Yabanci Damat. ენ­გი­ნის პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სე­რი­ა­ლი Bir Bulut Olsam იყო, სა­დაც "შეშ­ლი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის", მუს­ტა­ფა ბუ­ლუ­თის როლი შე­ას­რუ­ლა და ეს როლი დღემ­დე მსა­ხი­ო­ბის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია.

"შავ ფულ­სა და სიყ­ვა­რულ­ში“ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მთა­ვა­რი რო­ლის­თვის სე­უ­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე ენ­გინ­მა 2014 წელს სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი მა­მა­კა­ცის ტი­ტუ­ლი მი­ი­ღო. ასე­ვე, ამა­ვე რო­ლით ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი იყო Emmy Awards-ზე სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი მა­მა­კა­ცის კა­ტე­გო­რი­ა­ში.

  • ენ­გინ აქი­უ­რე­ქი არას­დროს ირ­ჩევს მარ­ტივ რო­ლებს, მისი გმი­რე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან ხა­სი­ა­თის შტრი­ხე­ბის სიღ­რმით. მსა­ხი­ო­ბი თა­ვი­სი რო­ლე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს ეხ­მი­ა­ნე­ბა და ცდი­ლობს, ეკ­რან­ზე გად­მო­ი­ტა­ნოს ის მან­კი­ე­რე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბას, ხალ­ხში არ­სე­ბულ დრო­მოჭ­მულ შე­ხე­დუ­ლე­ბებს ეხე­ბა და მა­ყუ­რე­ბელს აჩ­ვე­ნოს ცუდ­სა და კარ­გს შო­რის გან­სხვა­ვე­ბა და ასე­ვე ის გზე­ბი, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა კა­თარ­ზი­სი გა­ნი­ცა­დოს.


სწო­რედ ამის გამო, ენ­გი­ნის ფა­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ის არ ჰგავს სხვებს, რომ გა­ცი­ლე­ბით მაღ­ლა დგას და­ნარ­ჩენ თურქ მსა­ხი­ო­ბებ­ზე, მისი რო­ლე­ბი არ არის შაბ­ლო­ნუ­რი, მარ­ტი­ვი და უბ­რა­ლო "საპ­ნის ოპე­რის­თვის“ და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, სწო­რედ ამის გა­მოა, რომ მის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი გმი­რე­ბი არას­დროს ავი­წყდე­ბათ და არ რჩე­ბი­ან ჩვე­უ­ლებ­რივ რი­გით "სე­ზო­ნურ გმი­რე­ბად."


კად­რი ფილ­მი­დან bir ask iki hayat
  • "ელ­ჩის ქა­ლიშ­ვი­ლი"

ენ­გი­ნის ბოლო ნა­მუ­შე­ვა­რი, სე­რი­ალ "ელ­ჩის ქა­ლიშ­ვილ­ში“, მის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მთა­ვა­რი გმი­რი, სან­ჯარ ეფეა. სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბე­ბი ახ­ლა­ხანს დას­რულ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე არა­ერ­თი პრობ­ლე­მა წარ­მო­იშ­ვა.


თავ­და­პირ­ვე­ლად პან­დე­მი­ის გამო შე­ჩერ­და გა­და­ღე­ბე­ბი, შემ­დეგ კი მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ ქალს, ნეს­ლი­ჰან ათა­გულს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, რომ სე­რი­ა­ლი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა.


ნეს­ლი­ჰან ათა­გუ­ლის წას­ვლის შემ­დეგ, სე­რი­ალს ენ­გი­ნის ეკ­რა­ნუ­ლი პარტნი­ო­რი "შავი ფული და სიყ­ვა­რუ­ლი­დან“, თუბა ბუ­ი­უ­ქუს­თუ­ნი შე­უ­ერ­თდა.


ასე­ვე შე­იც­ვალ­ნენ სე­რი­ა­ლის სცე­ნა­რის­ტე­ბი და მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, მა­ინც მო­ხერ­ხდა სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბე­ბის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა და რო­გორც ამ­ბო­ბენ, ენ­გი­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბით, რად­გა­ნაც მან უდი­დე­სი შრო­მა გას­წია ამის­თვის. მსა­ხი­ო­ბის ფა­ნე­ბი და სე­რი­ა­ლის გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ "ენ­გინ­მა სე­რი­ა­ლი მხრე­ბით ატა­რა.“


ეს ერთ-ერთი მი­ზე­ზია, რის გა­მოც აქი­უ­რექს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­ი­მე­დო და­საყ­რდე­ნად მი­იჩ­ნე­ვენ და გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვართ. ენ­გი­ნი თურქ მსა­ხი­ო­ბებ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი და ბევ­რის­თვის სა­ოც­ნე­ბო პარტნი­ო­რია და ამის შე­სა­ხებ თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი ქა­ლე­ბი ხში­რად ღიად სა­უბ­რო­ბენ.

  • სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ენ­გინ აქი­უ­რექს არ ჰქონ­და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი, "ინ­სტაგ­რამს" ის ახ­ლა­ხანს შე­უ­ერ­თდა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უდი­დე­სი ინ­ტე­რე­სია, ახერ­ხებს მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ფა­როს ის, თუ ვის­თან აქვს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა.


ბოლო პე­რი­ოდ­ში მსა­ხი­ობ ჯან­სუ დე­რეს­თან რო­მანს მი­ა­წერ­დნენ, თუმ­ცა ეს ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა. ამ­ბო­ბენ, რომ ამ­ჟა­მად ენ­გი­ნის გული თა­ვი­სუ­ფა­ლია.


ამბები.ge




კომენტარები:

ფართი შოპი