ინდოეთში პატარძალმა ქორწილი იმიტომ გააუქმა, რომ საქმრომ გამრავლების ტაბულა არ იცოდა

08 May 2021 21:15

ინდოეთში პატარძალმა ქორწილი იმიტომ გააუქმა, რომ საქმრომ გამრავლების ტაბულა არ იცოდა. ინფორმაციას ამის შესახებ tribuneindia ავრცელებს.

 

ქორწილი პირველ მაისს უნდა გამართულიყო. თუმცა, გოგონამ საქმროს განათლებაში ეჭვი შეიტანა და სთხოვა 1-დან 9-მდე რიცხვები ერთმანეთზე გაემრავლებინა. მას შემდეგ, რაც ბიჭმა ეს ვერ გააკეთა, გოგონამ ქორწინებაზე უარი განაცხადა

 

„სიძის ოჯახი მის განათლებასთან დაკავშრებით სიბნელეში გვამყოფებდა. ის ალბათ სკოლაშიც არ დადიოდა“,- ამბობს პატარძლის ბიძაშვილი.

 

მომხდარის შემდეგ ოჯახებმა ქორწილის წინ ერთმანეთისთვის გაკეთებული საჩუქრები და ძვირფასეულობა უკან დააბრუნეს.


primetime.ge




კომენტარები:

ფართი შოპი