“სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გვანახა, რომ ის არის უხერხემლო, უნებისყოფო პრეზიდენტი” – სერგო ჩიხლაძე

08 May 2021 21:37

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე ვეტოს დადება/არდადების საკითხზე ოპოზიციონერი ლიდერები და ,,ქართული ოცნების” დეპუტატები 2 დღის განმავლობაში ინდივიდუალურ კონსულტაციებს გადიოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, შედეგად კი პრეზიდენტმა მართალია დაინახა რიგი ხარვეზებისა პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, თუმცა ვეტოს უფლება მაინც არ გამოიყენა.


აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ კომენტარი გააკეთა და აღნიშნავს, რომ 3 წლისთავზეც ვერ შეძლო სალომე ზურაბიშვილმა აქტიურად ჩართულიყო ქვეყნის ცხოვრებაში და კიდევ ერთხელ გამოავლინა უნებისყოფობა:

,,გაიზიარა, პირდაპირ გეტყვით, ჩვენი არგუმენტები. იმაზეც დაფიქრდა, რომ შესაძლებელია ვეტო იქნებოდა გამოყენებული და სათანადო შემხვედრი წინადადებებით ვეტოსთან ერთად მიმართავდა პარლამენტს.

ეს იყო ამ საუბრის შინაარსი, თუმცა პირდაპირ გეტყვით, ახლა ილუზია რომ 100%-ით ასე მოხდებოდა, არ გვქონდა.

კიდევ ვერ გამოავლინა ქალბატონმა პრეზიდენტმა ნებისყოფა. ეს შანსი, რომ სალომე ზურაბიშვილი აქტიურად და პოზიტიურად ჩართულიყო ქვეყნის ცხოვრებაში 3 წლის თავზე მაინც, მან ხელიდან გაუშვა.


კიდევ ერთხელ გვანახა, რომ ის არის უხერხემლო, უნებისყოფო პრეზიდენტი“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.


პარალელი




კომენტარები:

ფართი შოპი