პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და პარლამენტის წევრები "კიკვიძის პარკში" მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ

08 May 2021 23:00

9 მაისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და პარლამენტის წევრები, „ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში", მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.


ამასთან, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ. განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.


ongo.ge




კომენტარები:

ფართი შოპი