„მომღერალი საქართველოდან“ – ასე წარადგინეს ივანა მელაი ჩიკაგოში MTV Party-ზე

09 May 2021 10:04

უკრაინელი მომღერალი ივანა მელაი, რომელიც გარკვეული პერიოდი საქართველოში ცხოვრობდა, ჩიკაგოში MTV Party-ზე გამოვიდა.

 

მომღერალს საქართველო ძალიან უყვარს და ეს ფაქტი ჩიკაგოში გამართულ კონცერტზეც ნათლად. გამოჩნდა.

 

„მომღერალი საქართველოდან“, – ასე წარადგინეს ივანა მელაი კონცერტზე, სადაც მან თავისი ახალი სიმღერა Big Bad Wolf შეასრულა.

 

ცნობისთვის, ივანა მელაის ქართველი მეუღლე ჰყავს. ივანა მელაის და გურამ ლომიძის ვარსკვლავური წყვილი ამჟამად ჩიკაგოში ცხოვრობს. მათი სიყვარულის ისტორია 2014 წელს დაიწყო, ხოლო 2016 წელს დაქორწინდნენ. ამავე წელს გურამ ლომიძეს და ივანა მელაის ქალიშვილი ნატალი-ელისაბედი შეეძინათ.


primetime.ge




კომენტარები:

ფართი შოპი