ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი, ვახო სანაია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ნიკა მელიასთვის გადახდილ გირაოს ეხმიანება და თავის პოზიციას აფიქსირებს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარესთან მიმართებაში:
“ორი კაცის დაჭერა-გამოშვებით აგვარებს მისთვის ყველაზე დიდ პრობლემებს და ოპოზიციაში ამბობენ, გავიმარჯვეთო.
პოლიტპატიმრები რომ ჰყავდა, თქვენ ასწავლით ოცნებას? ან გგონიათ, დასავლეთმა ახლა გაიგო ეგ ამბავი?
ევროკავშირმა რომ გადაიხადა გირაო, ამ ქვეყნის მართლმსაჯულებისა და პოლიტიკის სირცხვილია, თორემ ხელისუფლებას რომ არ შერცხვება, მგონი ისედაც ხვდებით.
რაც შეეხება კონკრეტულად ნიკა მელიას – ღირსეულად ეჭირა თავი და პერსონალურად ის მართლაც გამარჯვებული გამოდის ციხიდან,” – წერს ვახო სანაია ფეისბუქის პირად გვერდზე.
პარალელი