კახა კუჭავა: კულტურულად, ისტორიულად და პოლიტიკურად საქართველო ყოველთვის იყო ევროპის განუყოფელი ნაწილი

09 May 2021 12:04

„კულტურულად, ისტორიულად და პოლიტიკურად საქართველო ყოველთვის იყო ევროპის განუყოფელი ნაწილი. საქართველო იზიარებს საერთო ევროპულ ფასეულობებს, რომლებიც ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის პატივისცემას, მშვიდობიან განვითარებას, მოქალაქეების კეთილდღეობას, საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლისთვის თვითრეალიზების შესაძლებლობებს გულისხმობს“, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ევროპის დღესთან დაკავშირებულ მიმართვაში.


მისივე განცხადებით, დიდი ევროპული ოჯახის წევრობა ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია.


„დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღიდან ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს საშინაო და საგარეო მიზნების მიღწევაში ეს მხარდაჭერა ფასდაუდებელია და ევროპული სოლიდარობის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს. ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაზე საქართველომ უკვე მიაღწია მნიშვნელოვან, ხელშესახებ შედეგებს. ჩვენი მიზანდასახულობით და თანმიმდევრული გეგმით მალე გავხდებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები. საქართველოს პარლამენტი ხელს შეუწყობს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და რეფორმების გატარებით საფუძველს ჩაუყრის საქართველო ევროკავშირის ურთიერთობების ახალ ეტაპს. 2024 წელს საქართველო ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე გააკეთებს განაცხადს“, - აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე.


ევროკავშირი და საქართველო ევროპის დღეს აღნიშნავენ.


imedinews.ge




კომენტარები:

ფართი შოპი