კახა კალაძე: გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, ეს დღე არის ბოროტებაზე გამარჯვებისა და ექსტრემიზმის დამარცხების სიმბოლო

09 May 2021 12:32

თბილისის მერი, კახა კალაძე საზოგადოებას ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს და ვეტერანებს თავდადებისთვის მადლობას უხდის.

მისი თქმით, ეს დღე არის ბოროტებაზე გამარჯვებისა და ექსტრემიზმის დამარცხების სიმბოლო.

„გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს! ეს დღე არის ბოროტებაზე გამარჯვებისა და ექსტრემიზმის დამარცხების სიმბოლო. მადლობა ჩვენს ვეტერანებს თავდადებისთვის! ხსოვნა და პატივი მეორე მსოფლიო ომის გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას“, - წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 76 წელი გავიდა. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი, უკან არ დაბრუნებულა. 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.


imedinews.ge 





 


კომენტარები:

ფართი შოპი