შევძლებთ თუ არა ზაფხულში ზღვაზე დასვენებას – ამ კითხვით „პრაიმტაიმმა“ ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს მიმართა. მისი განმარტებით, წინასწარ პროგნოზი რთულია, თუმცა, ყველაფერი ვაქცინაციის პროცესზეადამოკიდებული.
„ახლა ძნელია იმის პროგნოზირება, ზღვაზე დასვენებას შევძლებთ თუ არა, თუმცა, 90%-ით ვიმედოვნებ, რომ დიახ, შევძლებთ. როგორც ექიმი, 10%-ს ვიტოვებ, არ ვიცი, რა ტიპის შეზღუდვები იმოქმედებს.
თუ მოსახლეობის ვაქცინირების მაჩვენებელი ზაფხულში, იქნება მაღალი მოსწრება, მაშინ ვაქცინირებული ხალხისთვის ვაქცინაციის პარალელურად ზღვაზე წასვლა და სასტუმროში დაბინავება, პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.