კახა კუჭავა ამნისტიაზე - იმედი მაქვს, რომ შეჯერდება და საერთო სახით იქნება წარმოდგენილი, შევეცდები ამ პროცესს ხელი შევუწყო

09 May 2021 14:17

მიუხედავად იმისა ერთი თუ მეორე კანონპროექტი გავა, მნიშვნელოვანია, რომ ის ვალდებულებები, რომელიც ჩვენ ხელმომწერმა მხარეებმა ავიღეთ შარლ მიშელის დოკუმენტით შესრულდეს და ამნისტიის კანონი არამხოლოდ დარეგისტრირდეს, არამედ იქნას მიღებული , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე ამნისტიასთან დაკავშირებით განაცხადა.


კუჭავა იმედოვნებს, რომ კანონპროექტები, რომელიც დარეგისტრირდა, შეჯერდება და საერთო სახით იქნება წარმოდგენილი.


"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შარლ მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტი შესრულდეს - ამას ელოდება ჩვენგან დასავლეთი. ყველა ხელმომწერი მხარის ვალდებულებაა, რომ ეს პუნქტები შეასრულოს. კანონპროექტები, რომელიც დარეგისტრირდა, იქნება განხილვები. იმედი მაქვს, რომ შეჯერდება და საერთო სახით იქნება წარმოდგენილი. ჩემი მხრიდან შევეცდები ამ პროცესს შევუწყო ხელი, თუმცა საბოლოო ჯამში ვნახავთ როგორ წარიმართება დებატები, რომელი კანონპროექტი იქნება მიღებული, თუ იქნება თუ არა საერთო კანონპროექტი მიღებული. რაც მთავარია მიუხედავად იმისა ერთი თუ მეორე კანონპროექტი გავა, მნიშვნელოვანია ის, რომ ის ვალდებულებები, რომელიც ჩვენ ხელმომწერმა მხარეებმა ავიღეთ შარლ მიშელის დოკუმენტით შესრულდეს და ამნისტიის კანონი არამხოლოდ დარეგისტრირდეს, არამედ იქნას მიღებული" , - განაცხადა კუჭავამ.





კომენტარები:

ფართი შოპი