ველოდებით უახლოეს საათებში ან არაუგვიანეს ორშაბათისა - მელიას გათავისუფლების მოლოდინში

09 May 2021 16:03

ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის თქმით, ენმ-ს დაკავებული ლიდერის გათავისუფლებას უახლოეს საათებში ან არაუგვიანეს ხვალ ელოდებიან. კონდახიშვილს ამ დრომდე არ დაკავშირებიან პროკურატურიდან.

კომუნიკაცია არ შემდგარა არც პროკურატურასთან და არც სასამართლოსთან, არავითარი ზარი ჩვენ არ მიგვიღია. ველოდებით რომ უახლოეს საათებში ან არაუგვიანეს ორშაბათისა, პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს, როდის გააკეთებს ეს უკვე არის ხელისუფლებაზე დამოკიდებული. აღნიშნული საქმე თავიდან ბოლომდე გასულია სამართლებრივი სივრციდან, ეს არის პოლიტიკური პროცესი, ნიკა მელია არის პოლიტიკური პატიმარი ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს პოლიტიკური აქტით", - ამბობს გიორგი კონდახიშვილი.


შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა გუშინ მელიას გირაოს თანხა ჩარიცხა.ახლა კი პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით უნდა მიმართოს, რომ სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა, გირაოთი შეიცვალოს.


tv.პირველი 




კომენტარები:

ფართი შოპი