კოკო გამსახურდია: ქვედა საცვალზე ქრისტე არ უნდა გამოხატო და ასე ეკლესიაში არ უნდა შევარდე!

06 May 2018 15:52

კოკო გამსახურდია:


_მგონია, რომ იმბეცილიზმის რაღაც ახალ, აქამდე უცნობ სტადიაში გადავედით: რაც ადრე თავისთავად ცხადი იყო, აღარ არის თითქოს ცხადი.

სუფრაზე არ უნდა მოისაქმო;
სტუმრად დედიშობილა არ უნდა მიხვიდე;
ეროვნული დროშა ტუალეტის ქაღალდზე არ უნდა გადაიტანო და გასაყიდად გამოფინო;
შუა ქუჩაში არ უნდა დაკავდე სექსით;
ქვედა საცვალზე ქრისტე არ უნდა გამოხატო და ასე ეკლესიაში არ უნდა შევარდე;
ფუნით არ უნდა იგუნდაო და ა.შ. და ა.შ. - ამ ყველაფერზე ალბათ მალე დისკუსიებიც წავა.

საიდან წინწასულობაზე პრეტენზიის მქონე სიყეყეჩის ეს ევერესტები და იალბუზები?

ნორმალურ ქვეყანაში, სადაც ნორმალური საზოგადოება ცხოვრობს, ეს ყველაფერი სადისკუსიოდ არ იდგება. და არ გამოჩნდება თუნდაც 3-5 პროცენტი, ვისაც პრობლემა ექნება სიგარეტებზე, ღვედებზე (როგორც ახლახანს) ვინც პროტესტს გამოთქვამს თუნდაც საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ ადგილზე ვიღაცამ რომ აუკრძალოს მარიხუანას სახეში შემობოლება.

კანონები შემოდის მაშინ, როდესაც ადამიანებს ეს ყველაფერი აღარ ესმით. როდესაც რაღაც საკითხებზე დაუწერელი ეთიკური შეთანხმება ძალაში აღარ არის. გამოდის, რომ ადამიანური სისულელის და "გაბლატავების" ყველა ცალკეულ შემთხვევაზე კანონი უნდა დაიწეროს. (საფლავში ბრუნავს ალბათ ჰამურაბი)

და თუ არც კანონი გინდა და არც დაუწერელი შეთანხმება, დალაგებული ქვეყანა საიდან?


კომენტარები:

ფართი შოპი