"იქნებ კიჭა მაინც დავითანხმოთ" - შოთა არველაძე თბილისის მერობის კანდიდატურაზე

09 May 2021 19:29

აპირებს თუ არა თბილისის მერობის კანდიდატობას შოთა არველაძე - ფეხბურთელი Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს.

სულ რამდენიმე დღით ვარ თბილისში და ტაქსის მძღოლები მეკითხებიან, ვაპირებთ თუ არა ავტომანქანებზე თეთრი ფერის შეცვლას. არადა თეთრი ფერი მომწონს, მართლა მომწონს.

მეც და ჩემს ძმებსაც გვაქვს საქმე, რომელსაც ათწლეულებია ვემსახურებით და ასე ვაპირებთ მომავალშიც. თანაც, პირდაპირ მერის თანამდებობაზე ფიქრი არ იქნებოდა სწორი, ჯერ გამგეობაში და საკრებულოში მუშაობის გამოცდილება გვჭირდება.

P.S იქნებ კიჭა მაინც დავითანხმოთ, - წერს არველაძე.


მთავარი არხი





კომენტარები:

ფართი შოპი