10 მნიშვნელოვანი ნივთი, რომლებიც ზღვაზე უნდა წაიღოთ

09 May 2021 20:00

სამოგზაუროდ გამგზავრება დიდი ბედნიერებაა, მაგრამ დავიწყებულმა ნივთებმა დასვენება რომ არ გაგიფერმკრთალოთ, ჩვენ მიერ შედგენილ სიას გადაავლეთ თვალი.


  1. ნამზეურის კრემი. ეს პირველია, რაც აუცილებლად გჭირდებათ. აირჩიეთ ძლიერი, რადგან ზღვაზე მზე უფრო ვერაგია, ვიდრე თქვენს ქალაქში. თუ კუნძულზე მიემგზავრებით, კიდევ ერთი დამატებითი კრემი იქ იყიდეთ.
  2. აფთიაქი. რა უნდა შედიოდეს მასში: აქტივირებული ნახშირი, საჭმლის მოსანელებელი აბები, იოდი, ბრილიანტის მწვანე, ბამბა, ბინტი, ლეიკოპლასტირი, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი. წაიღეთ დამამშვიდებელიც.
  3. ფოტო-ვიდეოტექნიკა. მობილური და სხვადასხვა გაჯეტი და მათი დამტენები.
  4. დოკუმენტები და პასპორტი. აგრეთვე, მატარებლის, თვითმფრინავის, ავტობუსის ბილეთები. სასტუმროს ჯავშანი, ბავშვის საზღვარგარეთ წაყვანის უფლება, საბანკო ბარათები და ფული. 
    მცირე თანხა მცირე კუპიურებით გქონდეთ, იქნებ წყლის ყიდვა დაგჭირდეთ ან ბუტერბროდის; შეიძლება ტაქსის ხურდა არ აღმოაჩნდეს.
  5. თავსაბურავი (პანამა, კეპი) და მზისგან დამცავი სათვალე.
  6. ორი საცურაო კოსტიუმი. სანამ ერთი გაშრება, მეორეს ჩაიცვამთ.
  7. თბილი მოსაცმელი. ყველაზე ცხელ კურორტზეც კი შეიძლება საღამოს აგრილდეს.
  8. გამოსასვლელი კაბა. ღრმა და ყრუ ადგილზეც რომ მიდიოდეთ დასასვენებლად, ერთი გამოსასვლელი კაბა აუცილებად უნდა გქონდეთ თან. რა იცით რა ხდება, იქნებ რომანტიკულ პაემანზე გეპატიჟებათ ოცნების პრინცი?..
  9. წაიღეთ რამდენიმე წყვილი ფეხსაცმელი: "შლოპანცი", კედი, სანდლები და ა.შ.
  10. ჰიგიენის ნივთები: სველი ხელსახოცები, შხაპის გელი და შამპუნი, სავარცხელი და მინიმალური კოსმეტიკის ნივთები.

წყარო: goodhouse




კომენტარები:

ფართი შოპი