პარლამენტში 50-50%-ზე შევალ – თაკო ჩარკვიანი

09 May 2021 21:35

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, პარტია „კანონისა და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი საკანონმდელო ორგანოში შესვლასა და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებას აპირებს.

 

აღნიშნულის გასარკვევად, „პრაიმტაიმი“ თაკო ჩარკვიანს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხდა, რომ ჯერჯერობით, ამ ინფორმაციას ვერ დაადასტურებს.

 

როგორც მან აღნიშნა, საკუთარ გადაწყვეტილებას ოპოზიციასთან ერთად გამოაცხადებს.

 

„პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში კონსულტაციები მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის ნაწილმა შეცვალა ხელისუფლებასთან ბრძოლის სტრატეგია, ანუ ისინი ერთპარტიულ პარლამენტში შევიდნენ და ახლა პარლამენტი ერთპარტიული აღარ არის. ამ ადამიანება ასეთი ტიპის ბოიკოტს აზრი დაუკარგეს, ამიტომ ოპოზიცია ბრძოლის სხვა მეთოდზე გადადის.

 

ბუნებრივია, ბრძოლის პარლამენტიდან გაგრძელებაზეც მიმდინარეობს საუბარი, ზოგი თვლის, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს, ზოგი – არა. ვნახოთ, როგორ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ამ ორ დღეში ყველაფერი გადაწყდება. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, ვერაფერს გეტყვით, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ პარლამენტში 50-50%-ზე შევალ“,- გვითხრა ჩარკვიანმა.

 

შეგახსენებთ, გუშინ ევროკავშირმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაუხადა. იქედან გამომდინარე, რომ მელიას სამართლებრივი პროცესი პოლიტიკურიცაა, მას სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან უახლოეს მომავალში გამოუშვებენ.




კომენტარები:

ფართი შოპი