„გურულ თხილს ერთად ამტვრევდნენ და მიირთმევდნენ“ – სანდრა რულოვსი ანზორ ერქომაიშვილზე თბილ მოგონებას აქვეყნებს

10 May 2021 02:08

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი ანზორ ერქომაიშვილთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს

 

„40 დღე გავიდა ბატონი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებიდან. როდესაც ის წავიდა, მე ნიდერლანდებში, ჩემს მშობლებთან ვიყავი და ჯერ კიდევ აქ ვიმყოფები. ბატონი ანზორი და ანსამბლი რუსთავიცნამყოფები არიან აქ, ჩემთან. დიდი დრო გავიდა მაგრამ ამ ფოტოებმა კი უამრავი თბილი მოგონება გააცოცხლა.

 

ერთხელ მან მითხრა, რომ სევდიანი ხმა მაქვს და თუ მინდოდა, საქართველოს რომელიმე კუთხის სიმღერა მემღერა, აჯობებდა არჩევანი მეგრულ სიმღერებზე გამეკეთებინა და ასეც მოხდა. ნიკოლოზი როდესაც სამეცადინოდ ანზორთან დადიოდა, იგი იძახოდა ხოლმე: ‘ჩემი წამალი მოვიდა!’ და გურულ თხილს ერთად ამტვრევდნენ და მიირთმევდნენ… მისი სახელი სამუდამოდ დაკავშირებულია ქართულ ხალხურ სიმღერასთან, რაშიც დაუღალავი შრომა, ენერგია და სიყვარული ჩადო.


primetime.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი