თვითმარქვია პოლიტპატიმრებს აღიარებულ პოლიტპატიმრებად ან პოლიტდევნილებად ასაღებენ – ნანა კაკაბაძე

10 May 2021 10:38

6-თვიანი პოლიტიკური კრიზისი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო ევროპას სჭირდება ისევე, როგორც საქართველოს ევროპა, – ამის შესახებ განცხადებას „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” ნანა კაკაბაძე ავრცელებს.

 

„თვითმარქვია პოლიტპატიმრები ევროკავშირის ჩართულობა, მოგვარებულიყო საქართველოში, 6-თვიანი პოლიტიკური კრიზისი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო ევროპას სჭირდება ისევე, როგორც საქართველოს ევროპა. მედიატორების უზარმაზარი ძალისხმევა მიმართული იყო იმისკენ, რათა დაერწმუნებინათ ოპოზიცია, შეეწყვიტათ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურობის მტკიცება (ვინაიდან ლეგიტიმაცია პარლამენტს სწორედ ევროპელმა დამკვირვებლებმა შესძინეს).

 

ასევე შეეწყვიტათ საპარლამენტო საქმიანობის საბოტირება, ხელოვნურად გამოწვეული, ყოველდღიური ფიზიკური დაპირისპირებები პოლიციელებთან და ხელისუფლების დამხობის რევოლუციური სცენარი,რომელიც მედიატორებისავე თქმით მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედიოდა.ამის საპასუხოდ ოპოზიცია მოითხოვდა რამდენიმე კონკრეტული მოთხოვნის შესრულებას, რომელთა შორის 2 პატიმრის გათავისუფლება იყო რომელთაგან, არც ერთი, არც ერთ საერთაშორისი ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციას პოლიტიკურ პატიმრად არ უღიარებია. ევროპელი მედიატორები მაქსიმალურად ცდილობდნენ არსებული კრიზისის გადაჭრას, რის გამოც რურუა-მელიას ქეისებს დაარქვეს „პოლიტიკურად აღქმული საქმეები“.


primetime.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი